სოფელ უდაბნოში ე.წ farm-to-Table – კონცეფციის სასტუმრო აშენდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში ე.წ farm-to-table – კონცეფციის სასტუმრო აშენდება.
პროექტს “აჭარა ჯგუფი” განახორციელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ვალერი ჩეხერიას განმარტებით, სასტუმროს ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, თუნდაც ცოტა ხნით იცხოვრონ ფერმერის ცხოვრებით და თავად დაკრიფონ მოსავალი, რომლითაც მათთვის სასურველ კერძს მოამზადებენ.
“ჯერ პროექტი მზად არაა, თუმცა 2020 წლის ბოლოს სასტუმრო უკვე გვექნება სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე. უდაბმოში. სოფელში პროექტ “უდაბნოს” ფარგლებში ჩვენ გაშენებული გვაქვს ნუშის ბაღები”, – აცხადებს ჩეხერია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი