გურჯაანის მერიამ 1 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ველისციხის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში უმცროსი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. როგორც „კახეთის ხმას“ მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ თანამდებობაზე ღია კონკურსი ჩატარდება, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 400 ლარს შეადგენს.
„კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ სრული ზოგადი განათლება, თუმცა ამ პოზიციაზე აუცილებელი მოთხოვნა არ არის სამუშაო გამოცდილება. პირს, რომელიც ამ თანამდებობაზე დასაქმდება, გამოსაცდელ ვადად 12 თვე მიეცემა“, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე მიმდინარე წლის 22 თებერვლამდე შეეძლებათ.
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვისა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი