რა პრიორიტეტული საკითხები დაასახელა სიღნაღის სოფლების მოსახლეობამ კრებებზე?
სიღნაღის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სოფლის კრებები დასრულდა. მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაცია, გარე განათების და დასასვენებელი სკვერების კეთილმოწყობა დაასახელა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლებში განსახორციელებელ პროექტებზე მოსახლეობასთან კონსულტაციები გამართეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროგრამის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 328 000 ლარი გამოიყო.
ნიკოლოზ ესიტაშვილი