ახალი ამბები

სოფელ ყარაჯალაში 19 წლის ახალგაზრდა მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 19 წლის ახალგაზრდა მოკლეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდას თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობის მოტივად სოფელში ოჯახებს შორის წარსულში მომხდარი დაპირისპირება სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს ჩაბარდა.