სოფელ რუისპირსა და იყალთოში საფლავები გაძარცვეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელებში რუისპირსა და იყალთოში ათამდე საფლავი გაძარცვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ ბრალდებულებმა საფლავებიდან წაიღეს ალუმინის მესერი და ბრინჯაოს ნაკეთობები.
პოლიციამ საფლავების გაძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა, თუმცა ერთ-ერთი მოგვიანებით გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულები არიან ცოლ-ქმარი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი