ლაგოდეხში ავარიის შედეგად 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა, სამი დაშავდა
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 წლის ბავშვის ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. 5 წლის ბავშვი საავადმყოფოში მოყვანამდე გარდაიცვალა,
სამი დაშავებული კი ლაგოდეხის “არქიმედეს კლინიკაში“ გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.