,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ თელავის ოფისთან აქცია გაიმართება
ხვალ, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ თელავის ოფისთან აქცია გაიმართება. აქცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის “თელავის ჩემი ქალაქია” ორგანიზებით ჩატარდება, 13:00 საათზე დაიწყება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ ბოტკოველის თქმით, აქციაზე ბოლო თვეში ბუნებრივი აირის არარეალურად გაზრდილ გადასახადს გააპროტესტებენ.
,,გაზის კომპანიამ გადაწყვიტა თელავის მოსახლეობის დაყაჩაღება. დიდი რაოდენობით დავალიანება უნდათ იმ პატიოსანი გადამხდელებით შეავსონ, ვინც ყოველ თვე იხდის ისედაც უხარისხო გაზში გადასახადს. მივმართავთ ყველას, გამოვიდეთ გარეთ და დავანახოთ ჩვენი პოზიცია”, – განუცხადა knews.ge-ს თამარ ბოტკოველმა.