NDI – პატარა ქალაქებში გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი
ეროვნულ-დემოკრატიული კვლევის მიხედვით, პატარა ქალაქებში გამოკითხულთა 58% ინფორმირებულია ვინ არის მაჟორიტარი დეპუტატი, მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს 38 %, ხოლო 2%-მა კითხვას არასწორი პასუხი გასცა.
რაც შეეხება დიდ ქალაქებს, აქ გამოკითხულთა 16 %-მა იცის, ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი, მაჟორიტარი დეპუტატის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს 72 %, ხოლო 10%-მა კითხვას არასწორი პასუხი გასცა.
თელავის მაცხოვრებლების ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, ვინ არის მათი დეპუტატი.
,,არ ვიცი ვინ არის, არც ის ვიცოდი ადრე ვინ იყო. მარტო არჩევნებამდე ხვდებიან ხალხს და არჩევნების შემდეგ აღარავინ ახსოვთ. არც შეხვედრებს მართავენ და არც რამეს აკეთებენ”,– განუცხადა Knews.ge-ს თელავში მცხოვრებმა ლილი კახელიშვილმა. კვლევა 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.