NDI – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 52%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 52%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. 41% აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა 6%-მა არ იცის, 1% კი პასუხზე უარს აცხადებს.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 58% მიიღებდა მონაწილეობას, ხოლო 42% უარს იტყოდა არჩევნებში მონაწილეობაზე.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი