ახალი ამბები

NDI – გამოკითხულთა 85% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მოსახლეობამ პირდაპირი წესით უნდა აირჩიოს.
2018 წლის გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, რომელ მოსაზრებას ეთანხმებით, გამოკითხულთა 85% აცხადებს, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების წესით უნდა აირჩიონ. 11% კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩოს ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა(მაგალითად, საკრებულოს წევრებმა, პარლამენტარებმა.)
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის თანახმად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრე იყო გამოკითხულთა 84%, ხოლო 9% მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩოს ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.