გურჯაანში ფიტოსანიტარულ საკითხებზე საჯარო შეხვედრა გაიმართა
,,მედია ცენტრი კახეთისა“ და DCFTA საინფორმაციო რესურს მაგიდის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ფიტოსანიტარულ საკითხებსა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ საჯარო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ ისაუბრა ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ, კითხვებს უპასუხა ,,ფიფლინნიდის“ ექსპერტმა დავით ცომაიამ.
შეხვედრაზე, რესურს მაგიდის კონსულტანტმა ნატალია ცისკარაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია რა არის ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, როგორ დაიწყო წარმოება სოფლად, რა რესურსები გამოიყენენ, რა დამხმარე პროგრამები არსებობს.
ასევე, რა რესურსები არსებობს გრანტის მოპოვებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განხილული იყო მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაცია მცირე და საშუალო ფერმერთა საჭიროებებთან მიმართებაში, რა გამოწვევები აქვთ და სხვა.