პენსია 20 ლარით გაიზარდა
2019 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო პენსია 20 ლარით იზრდება. ყველა პენსიონერი ყოველთვიურად, 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებს.
პენსიამ 20 ლარით მოიმატა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვეთრად გამოხატული 1-ელი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ, მე-2 ჯგუფის შშმ პირები კი 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს. ამასთან, შშმ ბავშვები პენსიის სახით 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ.
ნიკოლოზ ესიტასვილი