ლაგოდეხის მერიამ 6 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ 6 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 450-დან 1300 ლარამდეა.
მერიის ინფორმაციით, განაცხადების მიღების ვადა 6 იანვრამდეა.
,,ორი ვაკანსიაა ჭიაურის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ეკონომიკის სამსახურის უფროსის და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობებზე. ჭიაურის და კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებს მოეხოვებათ სრული ზოგადი განათლება, ხოლო დანაჩენ თანამდებობებზე აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება და ბაკალავრის ხარისხი. აღნიშნული პოზიციების დასაკავებლად კანდიდატები ღია კონკურსის წესით შეირჩევიან, რომელიც განაცხადების გადარჩევას და გასაუბრებას მოიცავს. კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში’’,- აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.