ახალი ამბები

სიღნაღის საკრებულომ 1 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრეულომ იურიდიულ საკითხებში წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 700 ლარია. საკრებულოს ინფორმაციით, კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
,,იურიდიულ საკითხებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა. მსურველებს განაცხადის წარდგენა აღნიშნულ პოზიციაზე 12 იანვრამდე შეეძლებათ. კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით, რომელიც განაცხადების გადარჩევას და გასაუბრებას მოიცავს’’, – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.