თელავის მუნიციპალიტეტში მგელმა თხები დაგლიჯა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში თხები მტაცებელმა დაგლიჯა. ადგილობრივების ინფორმაციით, პირუტყვს, სავარაუდოდ, მგლები დაესხნენ თავს.
“როგორც კი დაბნელდება, ტურები და მგლები დასახლებულ ადგილებამდე მოდიან. ამის გამო საღამოს ექვსი საათის შემდეგ გარეთ გამოსვლის გვეშინია”, – განაცხადეს ადგილობრივებმა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ მტაცებლების მოკვლის უფლება არ აქვთ, გარეული ცხოველების თავდასხმი შემთხვევები კი ყოველწლიურად მატულობს.