გურჯაანის მერიამ ქონების მართვის განყოფილების უფროსის ვაკანსია გამოაცხადა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უფრუნველყოფის განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.
როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ ქონების მართვის, ეკონომიკის ან/და იურიდიულ სფეროში მუშაობის 2 წლის გამოცდილება და ბაკალვრის აკადემიური ხარისხი. აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 1200 ლარია.
“საჯარო მოსამსახურის შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განცხადების გადარჩევას,
ზეპირი დავალებასა და გასაუბრებას. საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვისა. განაცხადების მიღება 4 იანვარს დასრულდება”, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი