თელავის 16 სოფელში შეხვედრები გაიმართება
სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში შეხვედრები გაიმართება.
მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებს და პრიორიტეტულ საკითხებს სოფლის კრებაზე მოსახლეობა თავად გადაწყვეტს.
,,მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გამოყოფილი თანხების გაორმაგების შესახებ. ამჯერად, თითოეული სოფელი მიიღებს 3-ჯერ მეტ თანხას ანუ 10 000-ის ნაცვლად 30 000ლარს, რასაც სრულად გამოიყენებს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. შეხვედრები მოსახლეობასთან შედგენილი განრიგის მიხედვით გაიმართება. 8 თებერვალს შეხვედრები დაგეგმილია: წინანდალში 11:30 საათზე, აკურაში 12:00 საათზე, ვანათში 13:30 საათზე, ბუშეტში 15:00 საათზე, ქვ. ხოდაშენში 16:30 საათზე. 14 თებერვალს: ნაფარეულში 12:00 საათზე, ლაფანყურში 13:30 საათზე და ართანაში 15:00 საათზე. 22 თებერვალს შეხვედრა ჩატარდება 8 სოფელში: სანიორეში 12:00 საათზე, ჯუღაანში 12:00 საათზე, ლალისყურში 13:30, ხოლო კობაძეებში 15:00 საათზე. ასევე სეროდანში, ნადიკვარზე, პანტიანში და თეთრწყლებში 22 თებერვალს 15:00 საათზეა გათვალისწინებული შეხვედრა“,- განუცხადეს knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ავტორი: მაკა ხაზიური