სოფელ ქისტაურთან ხანძარია
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიაზე ხმელ ბალახს და ეკალ-ბარდებს გაუჩნდა გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს უფროსის, გიორგი ჩარკვიანის ინფორნმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფება, რომელიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს. მისივე თქმით, ხანძარი ოთხ ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. ის ტყის მასივზე ცეცცლის გავრცეკებას გამორიცხავს. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გაჩენის გამომწვევი მიზეზი.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი