კახეთში წითელას ვირუსით დაავადების 70 შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთის რეგიონში წითელას ვირუსით 70 ადამიანია ინფიცირებული.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ვირუსით დაავადებულები ძირითადად 21-დან 40 წლამდე პირები არიან. ნელი ხიზანიშვილის თქმით, აღნიშნული ვირუსით დაავადების ყველაზე ბევრი შემთხვევა საგარეჯოს, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა.
,,ამ მონაცემებით წითელას 70 შემთხვევაა დაფიქსირებული კახეთის რეგიონში. ყველაზე მეტი შემთხვევა საგარეჯოში ყვარელსა და ახმეტაშია დაფიქსირებული. თელავში კი ამ ეტაპზე წითელას ვირუსით სამი პაციენტია ინფიცირებული. დაავადებული პაციენტების ასაკი 20-40 წლამდეა”, – განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, წითელას წინააღმდეგ უკვე 1500-ზე მეტი ადამიანი აიცრა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი