კახეთში ახალგაზრდა მეწარმეობის შესახებ საერთაშორისო პროექტი განხორციელდება
ახალგაზრდულმა ალიანსმა “აისიმ” გამოაცხადა საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტი, რომელიც კახეთში ევროკავშირის მხარდაჭერით, ERASMUS+-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდა მეწარმეობის შესახებ არაფორმალური განათლების სასწავლო მეთოდოლოგიის შექმნას.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს.
“აპლიკაციების განხილვისას შეირჩევა 5 მოტივირებული ახალგაზრდა.
ტრენინგები ჩატარდება სასტუმრო სავანეთში ინგლისურ ენაზე. პროექტში მონაწილეობის მსურველებს აპლიკაციის ფორმის შევსება 2019 წლის 1 თებერვლამდე შეეძლებათ. მონაწილეებთან გასაბრება ჩატარდება 2019 წლის 2-3 თებერვალს. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე:http://aisigeorgia.com/participantsselection-1-1/“, – აცხადებენ ახალგაზრდულ ალიანსში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი