საქართველოდან 140 კგ-ზე ნაკლები ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა
მთავრობის დადგენილებით, საქართველოდან 140 კგ-ზე ნაკლები ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა. ცვლილება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესში შევიდა. დადგენილებაშია აღნიშნულია, რომ ქვეყნიდან აკრძალულია არანაკლებ 140 კილოგრამი ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის (მოზარდის) ექსპორტი. ცნობისთვის, აღნიშნული შეზღუდვა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.
ფერმერი ბექა გონაშვილი აცხადებს, რომ მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე დაწესებული წონის ზღვარი 140-დან 200 კილოგრამამდე მაინც უნდა გაიზარდოს, რადგან მოქმედი აკრძალვა უშედეგო იქნება.
,,აკრძალვის მომხრე არ ვარ, მაგრამ ქვეყნის ინტერესებს დღეს ასე სჭირდებ, რომ ექსპორტზე დაწესებული წონის ზღვარი 200 კილოგრამამდე გაიზარდოს. დარგი მალე ძალიან სავალალო მდგომარეობაში ჩავარდება. ხვალ ეს ქვეყანას პრობლემად იქცევა, რადგან ხორცის ფასი აიწევს“, – განაცხადა ბექა გონაშვილმა.