კახეთში სამი ახალი სკოლა აშენდება
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინასებით ახმეტის, სიღნაღის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ევროპული სტანდარტების სამი ახალი სკოლა აშენდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, კახეთში პროექტის განსახორციელებლად 7 მილიონ 323 ათასი ლარი დაიხარჯება.
,,სკოლის ასაშენებლად სამშენებლო ტენდერები თებერვალში ეტაპობრივად გამოცხადდება. 2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდი 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 65 მილიონი ლარია’’,- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.