გურჯაანის სასამართლოში ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს.
პროკუატურა ოპოზიციონერებს 16 დეკემბერს, სოფელ ველისციხეში მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობას ედავება.
ამ წუთებში პროცესზე მოწმის სახით იმ პოლიციელების გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
საქმის ძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით არის დაწყებული, რაც პოლიციელებისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დანაშაული სასჯელის სახით 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.