სოფელ კალაურში, ალაზნის სარწყავ არხში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ალაზნის სარწყავ არხში, 62 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჟიგულის მარკის ავტომანქანას მართავდა და არხში გადავარდა. მან მანქანიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო და დაიხრჩო.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს გუშინ საღამოდან ეძებდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება დღეს დილით შევიდა, მანქანა და ცხედარი სამაშველო ბრიგადამ არხიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.