თელავის მერია სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს
თელავის მუნიციპალიტეტის მერია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლებებში გეგმავს საერთო კრებებისა და კონსულტაციების გამართვას იწყებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სოფლებში შეხვედრები 18 იანვრიდან დაიწყება და 14 თებერვლამდე გასტანს.
,,შედგენილია გრაფიკი საათების მიხედვით სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის, რომელიც გამოქვეყნებულია მერიის ფეისბუქ გვერდზე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს 18 იანვარს სოფელ ყარაჯალადან ვიწყებთ და თეთრწყლებში დავამთავრებთ. სულ დაგეგმილია 29 შეხვედრის ჩატარება მოსახლეობასთან, სადაც საუბარი იქნება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროქტებზე. გარდა ამისა, მოქალაქეებს შეუძლიათ წარმოადგინონ საპროექტო წინადადებები და ინიციატივები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში ან მერის წარმომადგენელთან ადმინისტრაციულ ერთეულში ყოველდღე 9:00სთ-დან 18:00სთ-მდე 2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით’’,- განუცხადეს knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.