გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრი აშენდება
გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრი აშენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის განსახორციელებლად 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.
გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობაზე წინადადებების მიღება კომპანიებისთვის 31 იანვარს დაიწყება და 4 თებერვალს დასრულდება.