ახალი ამბები

გურჯაანის ცენტრალურ პარკში საახალწლო ილუმინაციები დააზიანეს

გურჯაანის ცენტრალურ პარკში საახალწლო ილუმინაციების ნაწილი დააზიანეს. იმ ტერიტორიაზე, სადაც საახალწლო ღონისძიებები გაიმართა, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა საახალწლო განათების სისტემა ჩამოგლიჯეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს უკვე შეატყობინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო და დადგენილია ერთი პირი.