ახალი ამბები

“კახეთში გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს”

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გრიპით ინფიცირების შემთხვევები 2%-დან 6,65-მდე გაიზარდა, გრიპის ეპიდემიის საფრთხე მაინც არ არსებობს. ნელიხიზანიშვილის ინფორმაციით, ისინი გრიპზე ყოველკვირეულ მონიტორინგს და დაკვირვებას ახორციელებენ.
,,თუ ექიმის მიერ დაისვა დიაგნოზი გრიპის ან გრიპის მაგვარი დაავადებების, ისინი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს აწვდიან ამაზე ინფორმაციას. ყოველ კვირას გვაქვს ინფორმაცია მიმდინარე კვირაში გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების შემთხვევების შესახებ და შემდეგ ამას ვადარებთ წინა წლების შედეგებთან. ახლა გვაქვს გრიპის პიკი, მაგრამ ამაში განსაკუთრებული არაფერია. რაც შეეხება H1N1 ვირუსს, წელს იდენტიფიცირების შემთხვევების 95% H1N1 დაფიქსირდა. ეს არის ჩვეულებრივი გრიპის ერთ-ერთი გენოტიპი, უბრალოდ ცოტა უფრო მძიმე ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე სხვა წლებში გავრცლებული ვირუსები. პრევენციისთვის და ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში დევს გრიპის წამალი ტამიფლუ, რომელიც სოციალურად დაუცველებისთვის, ორსულებისთვის და ჰოსპიტალიზაციაზე მყოფი პაციენტებისთვის უფასოა’’,- განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.