ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა 2019 წლიდან დაიწყება
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა 2019 წლიდან დაიწყება. ბილიკის სიგრძე 500 მეტრი იქნება, რომელიც მოიცავს კოშკურებს, ხიდებს, საჰაერო ბილიკს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომელიც, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში დასრულდება.
უწყებაში განმარტავენ, რომ ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, უფრო განავითარებს ინფრასტრუქტურას და ეკონომიკას.