ახმეტელმა ზვიად გოგოჭურმა წლის საუკეთესო პარასპორტსმენის ტიტული მიიღო
ახმეტელი ზვიად გოგოჭური 2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენ მამაკაცად აღიარეს. გოგოჭურმა აღნიშნული ტიტული გუშინ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო.
ზვიად გოგოჭური მსოფლიო ჩემპიონი და 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ის ასევე პარაძიუდოში მსოფლიო თასის ორგზის მფლობელია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი