ახალი ამბები

კახეთში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი შემცირდა

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რეგიონებში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფმა დაიკლო. იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი” ოპერირებს, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით მცირდება.  სოკარი ბუნებრივ აირს კახეთის რეგიონის ნაწილს აწვდის.

„სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფი 56.940 თეთრია. შესაბამისად, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, 1 კუბურ მეტრზე ახალი სამომხმარებლო ტარიფი 56.929 თეთრი იქნება.

ახალი ტარიფები 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი