ირაკლი ქადაგიშვილი – 2019 წელს კახეთში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება
2019 წელს კახეთში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ირაკაილი ქადაგშვილმა აღნიშნა, მომავალ წელს გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი და სტანდარტი.
“2019 წელი კახეთისთვის კიდევ უფრო დატვირთული იქნება, გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი და სტანდარტი, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება რეგიონის მასშტაბით, რაც პროცესების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად წარმართვით იქნება შესაძლებელი”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სამხარეო საკონსულტაციო სხდომის ფარგლებში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურმა 2019 წელს დაგეგმილი საპროექტო წინადადების შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სხდომაზე 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამეს, მოიწონეს 2019 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმები.
ნიკოლოზ ესიტაშვილი