ახალი ამბები

ირმა შიოშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ასოცირებული პროფესორი, ირმა შიოშვილი მეორე ვადით აირჩიეს. შიოშვილი უნივერსიტეტს 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს. რექტორის არჩევნები თესაუში 21 დეკემბერს გაიმართა.

უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე კენჭს მხოლოდ ერთი კანდიდატი, მოქმედი რექტორი იყრიდა. მან არჩევნებამდე კოლეგებს და აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმა გააცნო და უნივერსიტეტში გასატარებელ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა.

არჩევნებში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს ხუთივე წევრმა მიიღო და ყველა მათგანმა მხარი ირმა შიოშვილს დაუჭირა.