თელავში საკონსულტაციო საბჭოების ყოველწლიური მუნიციპლური კონფერენცია გაიმართება
მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, 12:00 საათზე, მე-3 ბაგა-ბაღის შენობაში, თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უმასპინძლებს საკონსულტაციო საბჭოების ყოველწლიურ მუნიციპალურ კონფერენციას.
კონფერენციის ფარგლებში 2018 წლის შემაჯამებელ ანგარიშს და 2019 წლის სამოქმედო გეგმას წარადგენენ.
თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საქართველოს კანონის შესაბამისად თელავის მუნიციპალიტეტის 31 საბავშვო ბაგა-ბაღში ფუნქციონირებს საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც ჰყავს 7 წევრი: 5 მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი და 2 აღმზრდელ-პედაგოგი.
სააგენტოს ინფორმაციით, საკონსულტაციო საბჭო განიხილავს მომსახურებას, სასწავლო გეგმის წლიურ განრიგს და სასწავლო მასალების ჩამონათვალს, საჯარო დაწესებულების ფინანსურ ხარჯებს და ქონების აქტივების მართვის საკითხებს და საჯარო დაწასებულების ადმინისტრაციას შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს.
,,საბჭო ასევე განიხილავს წესდების შესამისად ბავშვთა მშობლების /კანონიერი წარმომადგენლების საჩივრებს და საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას აძლევს რეკომენდაციებს პრობლემების აღმოსაფხვრელად. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულ ან/და მის მიერ დაფუძნებულ შესაბამის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ყოველკვარტალურად წარუდგენს რეკომენდაციებს”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
კონფერენციას დაესწრებიან თელავის მუნიციპალიტეტის მერი, 31 საბავშვო ბაგა-ბაღის საკონსულტაციო საბჭოს წევრები, კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ხელძღვანელი, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელი დ სხვა მოწვეული სტუმრები.