დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
დავით კირკიტაძეს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, დავით კირკიტაძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
უფლებადამცველის თქმით, კირკიტაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და მშრალ შიმშილობას იწყებს.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ბრლადების კვალიფიკაცია არის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი. ბრალდების შინაარსში წერია, რომ ინაუგურაციაზე უცხოელი და სხვა უამრავი სტუმრის გამო პოლიციამ მიიღო ზომები და გადაკეტილი იყო კონკრეტული მაგისტრალი, რის გამოც მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მჯდომ კონკრეტულ პოლიციელს, მიაყენა ხელის და ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არის ბრალდების შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებს მეორე დღეა ვითხოვ, მტკიცებულებები დღეს გადმომეცა და აქ ძირითადად არის პოლიციელების ჩვენებები და სიუჟეტი, რაც მასმედიაში გავრცელდა. დაზიანებაზე საუბარი არ არის, მხოლოდ შეურაცხყოფა და პოლიციელზე თავდასხმაა ნახსენები. ბუნებრივია, დავით კირკიტაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და მშრალ შიმშილობაზე გადადის“, – განაცხადა ადვოკატმა.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, 16 დეკემბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
ნატალია ცისკარაშვილი