სოფელ ველისციხის დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის დაპირისპირებაში მონაწილე ვ.მ. გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, ვ.მ. 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტების დროს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან – დავით კირკიტაძესთან ერთად თავს დაესხა სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი