დავით კირკიტაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ
16 დეკემბერს დაკავებულ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს დავით კირკიტაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. როგორც knews.ge-ს საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სავარაუდოდ დღესვე გურჯაანის რაიონული სასამართლო იმსჯელებს დავით კირკიტაძისათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე 16 დეკემბერს, გურჯანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პოლიციელზე ძალადობასა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად, თუმცა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თავს დამნაშავედ არ ცნობს და შიმშილობს. კირკიტაძე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი