თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს
თელავში, გვიან ღამით სამი ახალგაზრდა დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ინციდენტს წინ ახალგაზრდებს შორის სიტყვიერად და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ.
სამ ახალგაზრდას ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ჭრილობები ქვედა კიდურებზე მიაყენა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ორ დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი