ველისციხესთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული პოლიციელები დაკითხვაზე იმყოფებიან
ველისციხესთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად
პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხესთან დაპირისპირების შედეგად დაშავებული პოლიციელები დაკითხვაზე იმყოფებიან. დაშავებულები კახეთის პოლიციის დეპარტამენტში რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს.
თავის მხრივ, თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე გუშინ, გურჯანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პოლიციელზე ძალადობასა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად, თუმცა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თავს დამნაშავედ არ ცნობს და შიმშილობს.