დავით კირკიტაძე თელავის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე ამ წუთებში თელავის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მას ადვოკატი მოინახულებს, რის შემდეგაც დავით კირკიტაძეს ბრალს უკვე ოფიციალურად წარუდგენენ.
ოპოზციის წარმომადგენელი სამართალდამცველებმა, დაახლოებით, 40 წუთის წინ ბაკურციხეში დააკავეს და ბრალი წაუკითხეს.
დავით კირკიტაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ხელის შეშლას, ჩადენილ ძალადობით ან ძალადობის მუქარით.