ველისციხეში აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში დაპირისპირების შედეგად გაერთიანებული ოპოზიციის აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადები ვერ ახერხებდნენ მისვლას საავტომობილო მონაკვეთის გადაკეტვის გამო, თუმცა ამ წუთებში მოხერხდა დაშავებულების გაყვანა.
ამ წუთებშიც ვერ ხერხდება აქციის მონაწილეების გადაადგილება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ ველისციხეში, რომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქციის მონაწილეებს დღეს დილით მიეწოდათ გზებზე არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია.
,,მოქალაქეებს ვუთხარით, რომ მაქსიმალურად დავიცავთ მათ უსაფრთხოებას. თუ მოგვეხმარებიან მათი გადაადგილება მოხდება ორგანიზებულად. საგზაო მოძრაობის კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით დაიგეგმა ეს ღონისძიება. ამ შეფერხებასთან დაკავშირებით მოსახლეობას, რა თქმა უნდა, დილით წინასწარ ვაცნობეთ. დილით გავრცელდა პრესრელიზი, რომ გარკვეული შეზღუდვები იქნებოდა გზებზე,“ – განაცხადა კახა საბანაძემ.