აქციის მონაწილეები თელავში გადაადგილებას ვერ ახერხებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხესთან ვითარება კვლავ დაძაბულია.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები სამართალდამცველების ჯგუფის გარღვევას ცდილობენ, რათა თელავის მიმართულებით გზა გააგრძელონ.
როგორც ამ წუთებში ხდება ცნობილი აქციის მონაწილეებს თელავის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას ფეხითაც არ აძლევენ.
,,ყვარლიდან შეუძლიათ აქციის მონაწილეებს გადაადგილება. ვუზრუნველყავით ე.წ. შატლები, რომლებიც ყვარელში დგას და ელოდება საზოგადოების წევრებს თელავში გადასაყვანად”, – აცხადებს შშს–ს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე.
ამ წუთებში, სოფელ ველისციხეში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება გრძელდება.
აქციის მონაწილეები დაახლოებით, 2 საათია ცდილობენ გზა გააგრძელონ თელავის მიმართულებით, სადაც პრეზიდენტის ინაუგურაცია ერთ საათში დაიწყება.