თელავის მე-5 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა პროექტის დასკვნითი ღონისძიება გამართა
თელავის მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის პროექტის მონაწილეებმა დასკვნითი ღონისძიება გამართეს. პროექტის ფარგლებში კლუბის წევრ მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს 10 დღის განმავლობაში ადამიანის უფლებებზე, კიბერ ბულინგის თემასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თეორიული და პრაქტიკული სემინარები ჩაუტარდათ.
სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ზეინაბ კაკალაშვილის თქმით, პროექტის მიზანი თემში სამოქალამაქო ცნობიერების ამაღლება იყო.
,,აღნიშნული პროექტი ,,ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის სწავლება-სამოქალაქო განათლების ფარგლებში’’ განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით. მისი მიზანია სკოლაში, თემში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტი და მოსწავლეებმა ჩატარებული აქტივობებით მიღებული ინფორმაციის საუძველზე გამართეს დისკუსია მოწვეულ სტუმრებთან ერთად. სამოქალაქო კლუბის წევრებმა აქტივობები დაიწყეს საინფორმაციო კამპანიებით, შემდეგ გამართეს აქცია, მოსწავლეებმა ბავშვებმა დახატეს ასფალტზე ნახატები, როგორ ესახებოდათ ადამიანის უფლებები, როგორი იყო კიბერბულინგთან დაკავშირებით მათი ხედვა და სხვა. პროექტის ფარგლებში გაიმართა ასევე რამდენიმე ფილმის ჩვენება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შეხვდათ ომბუდსმენის და არასამთავრობო ორგანიზაცია “მედია ცენტრი კახეთის’’ წარმომადგენლები, რომლებმაც ადამიანის უფლებებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს”,– განუცხადა knews.ge-ს ზეინაბ კაკალაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთის“ დირექტორი მაია მამულაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვანია, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო გააქტიურებას.
,,ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩატარება, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ინფორმირებას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია , რომ ახალგაზრდები იყვნენ მომზადებული აღნიშნულ საკითხებზე და ფლობდნენ ინფორმაციას‘’,- აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას მაია მამულაშვილმა.
თელავის მე-5 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე, ნათია სმოიანი ამბობს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებით მათ თეორიული სწავლების გარდა, ც შესაძლებლობაც აქვთ.
,,აქტიურად ვიყავი ჩართული პროექტის ყველა აქტივობაში. ბოლოს კი გვქონდა დასკვნითი ღონისძიება, სადაც შევაჯამეთ მიღებული ცოდნა. მნიშვნელოვანია, რომ სტუმრებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია ამ მიმართულებით დაგროვილი გამოცდილების შესახებ.‘’
ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი