2019 წელს შშმ პირების გარკვეული ნაწილისთვის დახმარება 20 ლარით გაიზრდება
2019 წლის ბიუჯეტის პროექტით სოციალური დაცვის პროგრამა 20 მილიონ 200 000 ლარით იზრდება.
18 მილიონი ლარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დახმარებების 20 ლარით გაზრდის დასაფინანსებლად არის გათვალისწინებული. მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის მიხედვით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 31 მილიონ 400 000 ლარით იზრდება და 3 მილიარდ 968 მილიონ 400 000 ლარს შეადგენს, რომელიც მთლიანი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 30.5%-ია.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს დაფინანსება 2018 წელთან შედარებით გაზრდილია 344 მილიონ 800 000 ლარით არის გაზრდილი.
გარდა ამისა, დღის ცენტრებში, სათემო ორგანიზაციებში, მინდობით აღზრდისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყობის ქვეპროგრამების ხარჯები 2 მილიონ 200 ლარით იზრდება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი