ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება


კახეთის გუბერნატორი ადასტურებს, რომ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ქალაქ თელავში გაიმართება.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადება ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება, თუმცა ცერემონიის სამზადისზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.