სოფელ ჩუმლაყში მიხეილ სააკაშვილის ძმას ესროლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ერთ-ერთი სარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის ძმას დავით სააკაშვილს ესროლეს.
აღნიშნული ფაქტი knews.g-ს ,,ნაციონალური მოძრაობის” გურჯაანის შტაბში დაუდასტურეს.
პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ჩუმლაყის მე-19 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი გასროლა მოხდა. მათივე თქმით, სროლა იმ დროს მოხდა, როცა პარტიის წევრები, მათ შორის სააკაშვილის ძმა უფლებამოსილების ფარგლებში, საარჩევნო უბანთან გადაადგილდებოდნენ.
„ჩვენი ორგანიზაციის წევრები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით საკაშვილი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაადგილდებოდნენ მე-19 უბანაზე, რა დროსაც ერთ-ერთი მანქანიდან ორჯერ გაისროლეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ეს არის დაშინების მცდელობა“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის გურჯანის რაიონის შტაბის ხელმძღვანელმა რამაზ ქერეჭაშვილმა.