ყვარელში 2 უბანზე 3 საჩივარი დაიწერა
ყვარლის მე-16 ოლქში განთავსებულ მე-14 და მე-20 საარჩევნო უბნებზე სამი საჩივარი დაიწერა.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის, გოჩა სარჯველაძის თქმით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა, რომელიც დროულად აღმოიფხვრა.
,,ოლქში საჩივარი არ დაწერილა. მე-14 და მე-20 საარჩევნო უბნებზე კი 3 საჩივარი დაიწერა, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. ეს ეხებოდა ძირითადად ყვარლის მე-14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლის პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსებას, ეს საკითხი დროულად მოგვარდა, მე-20 უბანზე კი მარკირებასთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი’’,- განუცხადა knews.ge-ს გოჩა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლების 42%-მა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. ყვარელში სულ რეგისტრირებულია 28 581 ამომრჩეველი.
ნატალია ცისკარაშვილი