გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქში 2 საჩივარი დაიწერა
გურჯაანის მე-12 ოლქში 26-ე და 43-ე საარჩევნო უბნებზე საჩივრები დაიწერა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, საჩივრები ძირითადად ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ეხება.
მისივე თქმით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა დამკვირვებლის, კომისიის წევრის და პარტიების წარმომადგენლების უბნიდან გაძევების ფაქტები.
,,საარჩევნო პროცესი მეტნაკლებად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რამდენიმე უბანზე დაიწერა კომისიის წევრების უბნიდან გაძევებაზე აქტები, ასევე დაიწერა 26-ე და 43-ე საარჩევნო უბნებზე საჩივარი. გარდა ამისა, რამდენიმე უბანი პარტიის წარმომადგენლებს, დამკვირებლებს და კომისიის წევრებსაც დაატოვებინეს. რომელიც კომისიის მუშაობას ხელს უშლიდა. 45-ე საარჩევნო უბნიდან გაძევდა კომისიის წევრი, რომელიც ხელს უშლიდა კომისიას მუშაობაში. მან არ მიიღო წილისყრაში მონაწილეობა, არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობები. რამდენიმე უბნიდან ასევე გაძევდნენ დამკვირვებლები კომისიის საქმიანობაში ჩარევის გამო’’,- განუცხადა knews.ge-ს მაია ჩუთლაშვილმა.