„ნაცმოძრაობის“ კოორდინატორი სოფელ ვეჯინის 27-ე საარჩევნო უბნიდან გააძევეს
„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის მტკიცებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის 27- ე საარჩევნო უბნიდან გააძევეს.
ელმირა ბეციაშვილი აცხადებს, რომ მას კენჭისყრის შენობა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გურჯაანის მერის დავალებით დაატივებინა.
„უბანზე მოსულ მოქალაქებს, რომლებიც ღიად აფიქსირებდნენ თავიანთ არჩევანს, მოვუწოდებდი ემოქმედათ ფარულად. ჩემმა ამ საქციელმა გააღიზიანა მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა. მან მოუწოდა კომისიის თავმჯდომარეს, რომ უბნიდან გავეძევებინე“, – განაცხადა ელმირა ბეციაშვილმა.
გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, ბეციაშვილი ამომრჩეველზე ზეწოლს ახდენდა, რის გამოც მას უბანი დაატოვებინეს.
მისივე თქმით, აღნიშნული პირი საუბნო კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდა და ამომრჩეველს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.