თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა მეორე ტურში ხმის მიცემას შეძლებს
ახმეტის N18 სააარჩევნო ოლქის თავმჯდომარე მინდია იუკურიძეს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობას და ხმის მიცემას შეძლებს.
მისივე თქმით, თუშეთის მუდმივად მცხოვრები მოსახლეობიდან ოლქში სულ 12 განაცხადია შესული. ასევე თუშეთის სოფელ ომალოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, 27 მესაზღვრე იმყოფება.
,,წინა ტურისგან განსხვავებით, მესაზღვრეებიც და იქ მყოფი მოსახლეობაც ხმის მიცემას შეძლებს. საარჩევნო ყუთს კომისიის წევრები და პარტიის წარმომადგენლები ვერტმფრენით გადაიტანენ“, – განაცხადა მინდია იუკურიძემ.
შეგახსენებთ, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, მაისის ბოლომდე იკეტება.ზამთრის პერიოდში მოსახლეობას საშუალება აქვს კვირაში ერთხელ ვერტმფრენით გადაადგილდეს.
ნატალია ცისკარაშვილი